|
2019-01-29 12:41:32, 884 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირს, ვეკუა-ხიზანიშვილისა და კანდელაკის ქუჩებს, მიმდინარე წელს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2019 წელს ჭავჭავაძის გამზირს, კანდელაკისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. „მსხვილ სარეაბილიტაციო პროექტებს შორისაა კანდელაკის ქუჩა. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ვგეგმავთ აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ პროექტის განხორციელებაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, მსხვილ საგზაო პროექტებს შორისაა გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ეს არის გლდანის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს დანგრეული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ქუჩების მოწესრიგებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსხვილი საგზაო პროექტების ფარგლებში განხორციელდება ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციაც. „დაგეგმილი გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია. აქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. თქვენც დაკვირვებიხართ, „ჯივიპი“ თითქმის ყოველდღიურად ატარებს სამუშაოებს, ხშირია დაზიანებებები, ასფალტის ფენის ჩავარდნის შემთხვევები. ამის მიზეზი არის მოძველებული და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათება. ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს. ამ პროექტის განხორციელებაზე 13 000 000 ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)