20:07 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 18:11:15, 1248 ნახვა

საზოგადოება
ჯავახაძე: ჩვენი არჩევანი იყო 2018 წლის დასაწყისიდან დეტალური სტატისტიკა გამოგვექვეყნებინა, ტენდეციები NDI-ს კვლევაშია ასახული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე NDI-ის კვლევებს ეხმაურება. 

ნინო ჯავახაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეფორმირების პროცესს, სისტემურ განახლებას , რათა პოლიციის მუშაობა კრიმინალთან ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. 

"ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კრიმინალის კუთხით არსებული ტენდენციები და საზოგადოების განწყობები. ჩვენი არჩევანი იყო რომ გამოგვექვეყნებინა დეტალური სტატისტიკა 2018 წლის დასაწყისიდან. ტენდენციები გარკვეულწილად ასახულია იმ კვლევაშიც, რომელიც NDI- მ დღეს გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, რომ არის პოზიტიური ტენდენციები. ძირითადად, მოსახლეობის და გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს დადებითად", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ და CRRC–საქართველო მედია-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინა. კვლევა ასევე ეხება კრიმინალისა და პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, კვლევაში პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 67% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად მხოლოდ 21 %. 
რაც შეეხება, კრიმინოგენული კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა ან უცვლელია, ხოლო ნაკლები მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელსაც შეხება ჰქონია პოლიციასთან, პოლიციის რეაგირებით კმაყოფილია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად აფასებს (47%).

აღსანიშნავია, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დასახელებულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-11 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთი საკითხები როგორიცაა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, სამუშაო ადგილები , ფასების ზრდა, ხელფასები, პენსიები , განათლება, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება , ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics