|
2019-01-28 14:13:58, 994 ნახვა
საზოგადოება
ინაშვილი და თარხან-მოურავი საპატრიარქოს მოუწოდებენ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირონ
:პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოფიციალური წერილით მიმართავენ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირონ. შესაბამის განცხადებას ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, მართლმადიდებელთა შორის ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. "ნება გვიბოძეთ, დაგიდასტუროთ ჩვენი ქრისტესმიერი სიყვარული და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წერილი, ერთი მხრივ, კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოხატვაა, მეორე მხრივ კი, - ჩვენი გულისტკივილისა და შეშფოთების გაზიარება. არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ ძალზედ გვაწუხებს და, მეტიც, გვაშინებს საუკუნოვანი ფასეულობების გადაფასების გლობალური პროცესი. ბუნებრივია, ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდა თაობა განმსჭვალული იყოს რწმენით, სიყვარულით, კაცთმოყვარეობითა და თავშეკავებით, რათა პირველადი იყოს სულიერება. ასევე ცხადია, ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა ფიქრობდეს მარიხუანასა და კოკაინზე. ვფიქრობთ, ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ფართოდ გავრცელებულ თვითმოტყუებას, თითქოსდა ღმერთი არ გვჭირდება, თითქოს ახალი მორალი გვჭირდება. ამ ვითარებაში ჩვენ ასევე განსაკუთრებით გვაღელვებს ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მართლმადიდებლობის ერთობას მსოფლიოში, გვაშფოთებს ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება ჩვენი დედა ეკლესიის ერთსულოვნებას, ავტორიტეტს და პოლიტიკურ გამიჯნულობას და, ბუნებრივია, გვადარდებს სოხუმისა და ცხინვალის სამღვდელოებისა და მრევლის მომავალი. ამასთან, არსებული რეალობა ყველა დასახელებულ პრობლემურ საკითხს წარმოგვიჩენს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჭრილშიც. ამიტომაც, თავს მოვალედ ვთვლით, ამ წერილით მოგმართოთ. ჩვენ გაოგნებული დავრჩით 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ კუნძულ კრეტაზე მოწვეული კრების გადაწყვეტილებებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის პავლე მოციქულის ეპისტოლეთა სულისკვეთებასთან და მე-6 მსოფლიო კრების დადგენილებებთან. კრეტის კრებამ უდავოდ გააჩინა ბზარი მართლმადიდებელთა შორის. სამწუხაროდ, ეს ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში. თავს უფლებას მივცემთ გაცნობოთ, რომ ზუსტად ამგვარ სქემაზე საუბრობს სოხუმი თითქმის 20 წელია. მეტიც, გვიჩნდება განცდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა სოხუმის მიერ შემუშავებულ სქემას ხორცი უკრაინაში შეასხა. ცხადია, თქვენ იცით, რომ სერბი სამღვდელოება ღიად საუბრობს ამ სქემის განმეორების საფრთხეზე მაკედონიასა და ჩერნოგორიაში; ანტიოქიის ეკლესიასაც აშინებს ამავე სქემის განმეორება ლიბანში. სოხუმი კი ამ სქემის ხორცშესხმის მოლოდინშია. ალბათ, ზემოაღწერილით აიხსნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღეს მოქმედი ცამეტი ავტოკეფალური ეკლესიიდან ხუთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო მსოფლიო პატრიარქის მოქმედება, კიდევ ექვსი, ფაქტობრივად, უარყოფითად შეხვდა და ამ თერთმეტიდან ცხრამ ღიად იქადაგა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მოწიწებითა და თავმდაბლობით გთავაზობთ,- რუსეთს უკრაინაში ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური, სამართლიანი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. ჩვენი აზრით, ეს მართებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით და, ამავდროულად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სიკეთის მომტანიც იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ცხადია, თქვენ შეამჩნიეთ, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში რაოდენ ხშირად იმეორებენ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს გონიერი, განმსწავლელი, არა ჩხუბისთავი, წყნარი და თვინიერი. ჩვენ აქ პავლე მოციქულის სხვა სიტყვებსაც დავიმოწმებდით - „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება.“ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ პეტრე ცაავას ნამდვილად ვერ აღვიქვამთ მეუფედ, რადგან იგი ნამდვილად არ წარმოადგენს სიყვარულის, დიდსულოვნებისა თუ თვინიერების მაგალითს. მისი აშკარა და დაუმალავი უპატივცემულობა პატრიარქისა თუ წმინდა სინოდის მიმართ, მისი გამომწვევი და ცილისმწამებლური განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს დედა ეკლესიას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი აღარ უნდა იყოს. თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გაგიზიაროთ ჩვენი განცდა, რომ არა მხოლოდ პეტრე ცაავას, არამედ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილს) და მეუფე საბასაც (ინწკირველს) ალბათ დაავიწყდათ, რომ ეკლესია NGO არ არის და აზრთა სხვადასხვაობა სინოდის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. გასაოცარია, რომ დღეს ზოგიერთი მეუფე, ფაქტობრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საგარეო სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს, მაშინ, როცა სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის პირობებში, ადამიანების ფიზიკური განადგურებისა და წამების დროს, უამრავი მეუფე დუმდა და ამ დუმილს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯნულობით ხსნიდა. მრევლისთვის გამაოგნებელი და გაუგებარია არაერთი მეუფის უკმაყოფილება მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობის გამო, ზოგიერთს კი საკუთარი თავი მიაჩნია უფრო ღირსეულად. შეშფოთებული მრევლიც დღეს უკვე ღიად კითხულობს - სად არის აქ თავმდაბლობა, სიმშვიდე და მორჩილება?!
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)