19:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 12:22:35, 1113 ნახვა

საზოგადოება
NDI – გამოკითხულთა 51% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% - სიღარიბეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კვლავ სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა რჩება.

კერძოდ, კითხვაზე „რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?“ – 51%-მა განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია; 38%-სთვის სიღარიბე; 37%-სთვის - ფასების ზრდა/ინფლაცია; 27%-სთვის - ტერიტორიული მთლიანობა; 25%-სთვის - პენსიები; 18%-სთვის - ხელფასები. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.


კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics