2019-01-25 18:09:40, 1719 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს
ტელეკომპანია "TV პირველის" ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოს ჩამოასვენეს.
ჟურალისტს აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, კოლეგები და ახლობლები დახვდნენ.
"პანაშვიდი - 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქ. #6. გამოსვენება - კვირას, 27 იანვარს, 15 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიიდან", - ნათქვამია "ტვ პირველის" ინფორმაციაში.
"ჯაკოს" საბურთლოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში, მეგობრებთან ერთად იყო წასული. გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.
„ექსპრესნიუსის“ რედაქცია მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და წამყვანის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ავტორი: ,