19:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 16:11:39, 1012 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა გრძელდება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრის პროცესი გრძელდება. სანიტარული ჭრები 28 იანვრიდან პირველ ეტაპზე, ცენტრალურ უბნებში - კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება, რომლის შემდეგ, მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში, მოიჭრება 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვები ამ  სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში არ იყო გაშენებული, რის გამოც, 1997-1998 წლებიდან მათი ინტენსიური ხმობა დაიწყო.

ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში  ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

აღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ფიჭვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ეკოლოგიური პირობები დაირღვა, რამაც ფიზიოლოგიური პროცესებისა და გამძლეობის დაქვეითება განაპირობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics