19:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 12:48:33, 1129 ნახვა

საზოგადოება
ხაბარელი: ფედერაციის პრეზიდიუმი გადაწყვეტს დარჩება თუ არა გეგა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ხაბარელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, სადაც გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც ხაბარელმა აღნიშნა, მთავარია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგება მოხდეს. მისივე თქმით, ზურაბ დათუნაშვილის სპორტსმენების დაკარგვა არ შეიძლება. 

„არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ახლა მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება. თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია, ვეტერანი სპორტსმენები არიან, ისი ახალგაზრდა სპორტსმენები და უნდა მოხდეს შერიგება. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი არ გვყავს და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოდან, ეს დაუშვებელია. აქედან გამომდინარე მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რამეთუ ახლოს არის ოლიმპიური თამაშები და ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს ინტერესი. მე როგორც ვიცი, იქნება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა და პრეზიდიუმზე მოხდება ამ საკითხის განხილვა. გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არ უნდა დარჩეს, ეს არის პრეროგატივა პრეზიდიუმის. დაველოდოთ, ეს არის შორის, მოკლე მომავალში გადაწყდება ეს საკითხი", - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics