|
2019-01-25 11:03:43, 998 ნახვა
საზოგადოება
ეკა ბესელია: საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ - მე პოზიციას არ შევიცვლი
"ქართული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი უნდა შედგეს, თუმცა ის საკუთარ პრინციპებზე უარს არ იტყვის. როგორც ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განმარტა, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. დეპუტატმა მმართველი გუბდის ოფისში კანონპროექტი მიიტანა. ბესელიას მტკიცებით, კანონპროექტის ვერსია ეყრდნობა იმ შეხვედრების ანალიზს, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან და იურისტებთან გამართა. „უნდა მოხდეს პარლამენტში გადმოტანა რეალური განხილვის პროცედურების. ეს არის ჩვენი პოზიცია. ერთი მთავარი პრინციპი რასაც ეფუძნება ჩვენი შეთავაზება და გუშინ სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია რომ ისიც ამას ემხრობა, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი მანდატი და ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი პრინციპი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ის სია კი არ უნდა განვიხილოთ, რასაც ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის საბჭო, არამედ უფრო გრძელი სია, რომელიც უნდა იყოს გამოგზავნილი პარლამენტში, იმ კანდიდატების, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერილ პრინციპებს აკმაყოფილებს. ხოლო შინაარსობრივ განხილვაში შესვლა, როგორიც არის კრიტერიუმების მიღმა ვინ იმსახურებს და ვინ არა, ეს პარლამენტმა გადაწყვიტოს და არა საბჭომ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ბესელიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა კონსენსუსის მისაღწევად იმართება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ მოხდა, ის მხარდამჭერ დეპუტატებთან ერთად შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებს. „ეს პროცესი არის პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის ნაზავი და ეს ერთმანეთის გარეშე ვერ ხდება. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, გუშინ მე დავინახე მზაობა , რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი და არა კონფრონტაციისკენ. ეს იყო ძალიან ღია პოზიცია, რომ ის დაძაბული ფონი, რომელიც წინ უძღოდა ამ პროცესს, არ მგონია, რომ ეს მარტივი იყო, გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ. არ გავაღრმავოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე როგორც გითხარით პოზიციას არ შევიცვლი და ეს პოზიცია მექნება ბოლომდე და ეს პოზიცია ექნებათ იმ ადამიანებსაც, ვინც ღიად აფიქსირებდა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, თუ ეს კონსენსუსი შედგება, ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა და გუშინ თქვა თავმჯდომარე, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ გაიმართება. იმიტომ, რომ კონსენსუსია მიზანი და არა კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ დავუწერთ მხარს", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)