17:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 15:04:53, 1005 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ქეთევან წამებულის N76ბ  და N82 კორპუსებს შორის არსებული სარეაბილიტაციო სკვერის ტერიტორიაზე, ცხაურის ტიპის ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. 

აღნიშნული კონსტრუქციები სკვერის მოწყობისა და განახლების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. ავტოფარეხებისგან ეზოს გათავისუფლების შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება, ხოლო მის ნაცვლად, გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაიწყებს. 

ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაეცნენ. გამგებელი და დეპუტატი  ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმეს. 

„ჩვენ წელსაც აქტიურად განვაგრძობთ მერის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას. გასულ  წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც მისასალმებელია. უსახური ავტოფარეხებისგანეზოების გათავისუფლებახუთ მისამართზე მოვახერხეთ, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ. ბერი გაბრიელ სალოსის N15-ში  მოცულობითი სკვერის მოწყობა დაიგეგმა, რომელსაც სულ მალე განვახორციელებთ. ამჯერად, ქეთევან წამებულის გამზირზე N76ბ-N82-ის ეზოში ოთხი ავტოფარეხი დავშალეთ. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხაურების დაშლის მეტ ინიციატივას გამოიჩენს და თანამედროვე სკვერის მოწყობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. 

ისნის რაიონის გამგეობამ გასულ წელს, ხუთ მისამართზე 81 ცხაურის ტიპის ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რომელთა შორისაა, ონაშვილისქუჩა  N9,ლეხ კაჩინსკისქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიN13-15, ვაზისუბნისმეორემიკრორაიონისმე-15 კორპუსი, ვაზისუბნისმეორემიკრორაიონისმე-17 კოპრუსი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics