17:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 12:44:57, 1229 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნება.

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სთხოვა. 

„გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი.შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალებათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება,მგზავრიჩამოსვან და აიყვანონ. ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნითგაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყონ მუშაობა დამატებითი ქუჩების განსასაზღვრად, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერების ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ. ამავდროულად, მინდა, მამუკა მუმლაძეს დავავალო, ვიდრე ქუჩების შერჩევას დაიწყებთ, ინფრასტრუქტურის მომზადებადაიწყოთ. ვგულისხმობ დამატებითი გაჩერებების მოწყობას, რათა მოცულობა გაიზარდოს და მიკროავტობუსებისთვის მზავრების აყვანა და ჩამოსმა უფრო მარტივად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, სპეციალური ფორმები შეიკეროს MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც ქალაქშითებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics