|
2019-01-23 11:51:47, 1147 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრი გვყავს. მათი რაოდენობა 3000-ს აღემატება. უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფის ეს ვალი აღიარებული აქვს. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებთ, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიის საკუთრებაში არსებული ფართების 40 ოჯახისთვის გადაცემის საკითხს განვიხილავთ “, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება. „განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სრული სია და ბინების გადანაწილება ამ პრიორიტეტებით მოხდება. დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)