2019-01-22 14:10:58, 1134 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიაში 3 ავტომობილი მონაწილეობდა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ეკსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო inforustavi.ge
ავტორი: ,