2019-01-22 12:47:26, 1079 ნახვა
საზოგადოება
დღეს და ხვალ, რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება
დღეს და ხვალ, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება.
ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
"გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით,14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,