2019-01-22 12:41:48, 967 ნახვა
საზოგადოება
ექიმ ვაჟა ბაღოშვილს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა
ღვაწლმოსილ ექიმს, ოტო-რინო-ლარინგოლოგსა და ონკო-ქირურგს, ვაჟა ბაღოშვილს ქ. ბათუმის მერის ბრძანებით მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისათვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
ვაჟა ბაღოშვილს დღეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მინისტრის სიგელიც გადაეცა.
ღვაწლმოსილ ექიმს სამედიცინო საქმიანობის 57 წლიანი გამოცდილება აქვს. 1989 წლიდან დღემდე არის კლინიკა მედცენტრის ოტორინოლარინგოლოგი, ონკო-ქირურგი. არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
(NS)
ავტორი: ,