2019-01-21 18:06:41, 1479 ნახვა
საზოგადოება
ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს
22 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა.
ამასთან, მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
ცნობისთვის, ქართველი მეზღვაური 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა.
ავტორი: ,