2019-01-21 15:08:26, 1160 ნახვა
საზოგადოება
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა
33 წლის ასაკში, ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ის ბუდაპეშტში, მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე „TV პირველის“ წამყვანი იყო. მანამდე იგი სხვადასხვა ტელევიზიებში, მათ შორის „მაესტროსა“ და „იბერიაში“ მუშაობდა.
„ექსპრესნიუსის“ რედაქცია მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და წამყვანის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ავტორი: ,