2019-01-20 22:41:22, 1522 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 10 წლის ბავშვია.
შემთხვევა რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთ პაციენტს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, 10 წლის ბავშვი კი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ,