15:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-19 11:39:28, 1458 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და  წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება  პირადად გააცნო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით.

ახალი პროტოკოლის მიხედვით ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება.

დავით სერგეენკომ  სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით,  ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics