05:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 18:27:04, 1498 ნახვა

საზოგადოება
შსს დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ლაბორატორიით აღიჭურვება

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის ლაბორატორია იქმნება. ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.

თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დნმ ლაბორატორია 24/7 რეჟიმში იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის ფაქტების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.

დნმ-ის ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის შესახებ განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics