15:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 16:37:20, 1073 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა

თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში ზამთრის არდადეგების პერიოდში, სხვადასხვა სახის  სარემონტო სამუშაო განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესის დაწყების დროს აღსაზრდელებს ბაღებში კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდა N24, N27, N2, N12, N31, N46, N53, N67, N77, N107, N116, N123, N150, N176, N182, N216 ბაგა-ბაღებში, სადაც საჭიროებისამებრ, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის დაზიანებული ქსელები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავებს, გარემონტდა ღონისძიებებისა და სპორტული დარბაზები, სააღმზრდელო ჯგუფები და საპირფარეშოები.

„სააგენტო პერიოდულად, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბაგა-ბაღებში სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს. საბავშვო ბაღი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ეს არის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც ყოველდღიურად, 200-დან 900-მდე ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. შესაბამისად, ის მუდმივად საჭიროებს განახლებას, ინვენტარის შეცვლა-დამატებას და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. ჩვენ აქტიურ მონიტორინგს ვახორციელებთ და შემდგომი რეაგირებისთვის საჭიროებებს ვავლენთ“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

სარემონტო სამუშაოების გარდა, გასულ თვეში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოებისთვის ელექტროღუმელები, ელექტროქურები და სხვადასხვა აქსესუარები შეიძინა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics