15:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 11:58:47, 1210 ნახვა

საზოგადოება
არჩევნები, მკაცრი ნარკოპოლიტიკა, მუშათა უფლებები, ლგბტ პირების დისკრიმინაცია - Human Rights Watch-ის ანგარიში

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში საუბარი შეეხო ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევდა. 

"ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ გარემოში შეეძლოთ, ხოლო მოსახლეობას არჩევანის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა. თუმცა მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც იყო", - წერს ორგანიზაცია. 

ანგარიშში საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკაც მოხვდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესების რაოდენობა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემცირდა, თუმცა პოლიცია მკაცრ პოლიტიკას იყენებდა მომხმარებლების წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ლეგალურს ხდის, შემუშავდა კანონი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს მაინც აწესებს. ამასთან, მარიხუანის შეძენა და შენახვა კვლავ არალეგალურია", - ნათქვამია ანგარიშში. 

რაც შეეხება მუშათა უფლებებს, ანგარიშში მოყვანილია პროფკავშირების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ივლისში 29 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 24 დაშავდა. შახტაში უბედური შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს პარლამენტმა მარტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. რიგი დასაქმების სფეროების  შემოწმების უფლება შრომის ინსპექციას ექნება. თუმცა კანონი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. 

ამასთან, Human Rights Watch საქართველოში ლგბტ პირების შესახებაც წერს. 

„სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ლგბტ თემის წევრები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ძალადობას. საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები საზოგადოებაში ამგვარ განწყობებს აძლიერებს. ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტანსგენდერი ქალების სქესის აღიარებასთან დაკავშირებით საკუთარი კონსერვატიული პოზიცია გამოხატა, რაც შესაძლოა იყო ტრანსფობიური. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ წულუკიანის გადადგომას მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემაში რეფორმების წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა ამ ჯგუფების უკმაყოფილებას უპასუხა, რომ ის უარს ამბობს „დაარეგისტრიროს ადამიანი მამაკაცის ორგანოებით ქალად და პირიქით“. საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობა ტრანსგენდერი ადამიანების სქესს სამართლებრივად იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ისინი სქესის შეცვლის ოპერაციას ჩაიტარებენ“,- წერია ანგარიშში. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics