14:34 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 20:21:26, 1178 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: თბილისში, შეიძლება ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
 
კახა კალაძე სასტუმრო „ტეხასსა“ და „შაინში“ მივიდა, სადაც თბილისის მერიამ დაზარალებული ოჯახების ნაწილი დროებით დააბინავა.
 
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და დაზარალებულ მოსახლეობას საკუთარი ბინები გარემონტებული ჩაბარდება.
 
მერმა კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბინაში გაზის, წყლის და ელექტროენერგიის შეყვანა ექსპლუატაციასთან კავშირში არაა.
 
„ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, აღდგენის სამუშაოებს დავიწყებთ. კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსახლეობას გარემონტებული ჩაბარდება. დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. გაზი, წყალი, ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არაა. მშენებელმა უნდა წარმოადგინოს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და თუ ის თანხვედრაშია უკვე განხორციელებულ პროექტთან, ამის შემდეგ ხდება მისი ექსპლუატაციაში მიღება. ამ კონკრეტულ კორპუსს მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია მიღებასთან დაკავშირებით, დაუდგინდა მცირე ხარვეზები, რაც გამოსწორდა. დოკუმენტები ისევ მერიაში შემობრუნდა და უახლოეს დღეებში კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
თბილისის მერმა სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, მადლობა გადაუხადა.
 
„მინდა, სასტუმროს ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, თანადგომისთვის, რადგან ეს ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეიფარეს. სოლიდარობის გრძნობა რომ არსებობს, ეს მნიშვნელოვანია და ასეთი ადამიანები დასაფასებელი არიან. დედაქალაქის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
ამ დროის მონაცემებით, დაზარალებული 87 ადამიანი ოთხ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.
 
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, მოქმედებს საბურთალოს გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31. ცხელ ხაზზე  მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics