2019-01-17 14:40:18, 1129 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს მამუკა ბახტაძეს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამოუსამძიმრებს.
სამძიმრის წერილს საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
"სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს გაუგზავნა სამძიმრის დეპეშა, თბილისის დიდი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რამაც ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია. ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მეგობრულ ხალხს. უსურვა სიძლიერე და მოთმინება დაყუპულთა ოჯახების წევრებს და ნათესავებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,