2019-01-17 13:59:29, 1121 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო, - ამის შესახებ გამგებელმა განაცხადა.
გამგებლის თქმით, მოქალაქეები, რომლებმაც შეძლეს რემონტის გაკეთება, კორპუსში მის ჩაბარებამდე შესახლლდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მერიაშიც ადასტურებენ. ამ ეტაპზე სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ და როგორც მათ განაცხადეს, დასკვნა შესაძლოა დღეს საღამოს დაიდოს.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დიდ დიღომში გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ტრაგედიას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ,