2019-01-17 11:50:49, 1159 ნახვა
საზოგადოება
აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა
დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა უკვე დატოვა.
თუმცა, იაშვილის საავადმყოფოში რჩება ბავშვი, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობს.
ამასთან, ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დილით კიდევ ერთი პაციენტი, 21 ფეხმძიმე გოგონა შეიყვანეს, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტს კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
ავტორი: ,