2019-01-16 23:54:49, 1168 ნახვა
საზოგადოება
„საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ“ - „ყაზტრანსგაზი“ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამასთან, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.
დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,