2019-01-16 23:45:13, 1086 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი მომხდარ აფეთქებაზე: ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები იაშვილის კლინიკში მოინახულა.
ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედია არის ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, პირველ რიგში, და ქვეყნისთვის საერთოდ. ის ბავშვები, საბედნიეროდ, რომლებიც აქ არიან, არიან შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში და არცერთის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ,