2019-01-16 23:35:49, 1170 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე იაშვილის კლინიკაში მივიდნენ
იაშვილის კლინიკაში, სადაც ექვსი დაშავებული ბავშვია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. მათ ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დახვდათ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კლინიკაში, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. იაშვილის კლინიკაში ასევე ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძეს და კახა კალაძეს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. მანამდე მთავრობის წევრები დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას იმყოფებოდნენ და ვითარებას გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ,