2019-01-16 21:16:30, 980 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია და ჩამონგრეულ კორპუსში, სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამასთან, აფეთქების სიმძლავრემ ახლოს მდებარე კორპუსების მინები ჩაამსხვრია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტორი: ,