2019-01-16 20:47:35, 1144 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება მოხდა
დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.
სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.
ავტორი: ,