2019-01-16 11:24:37, 1086 ნახვა
საზოგადოება
ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელიც რამდენიმე დღეა დაკეტილია, გაიხსნა, - ამის შესაებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებდა. გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილი გაავრცელა, სადაც განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც ტაძარი დაკეტეს.
განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.
წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.
ავტორი: ,