2019-01-15 17:52:39, 1169 ნახვა
საზოგადოება
ვერაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, პირს, რომელსაც ავტომობილი დაუგორდა, მეორე ავტომობილის მძღოლმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შეჯახების შემდეგ, პირს, რომელსაც ავტომობილი დაუგორდა, მეორე ავტომობილის მძღოლმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ამასთან, ავტომობილს საბარგულზე და ასევე საქარე მინაზე აღენიშნება სავარაუდოდ სამ-სამი ნატყვიარი და ჩამსხვრეულია უკანა შუშა.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ავტორი: ,