2019-01-15 16:46:01, 1247 ნახვა
საზოგადოება
გორში ავტოავარიას მძღოლი და მისი ორსული მეუღლე ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი და მისი ორსული მეუღლე.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ,