2019-01-15 12:49:49, 1109 ნახვა
საზოგადოება
ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია
მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია.
ტაძარში ტურისტებსა და მომლოცველებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
როგორც მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე პირები აცხადებენ, მათ ტაძრის წინამძღვარს კონფლიქტი აქვს.
ამასთან, მოვაჭრეების თქმით, ტაძრის წინამძღვარი ტერიტორიის დატოვებას ითხოვდა, უარის შემდეგ კი ტაძარი დაკეტა.
არსებული ინფორმაციით, განმარტება ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდება.
ავტორი: ,