2019-01-12 15:48:14, 1684 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ვარსკვლავში“ ტრანსგენდერი ქალი მონაწილეობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყო.
პროექტის გამარჯვებული 2019 წლის ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გაემგზავრება.
კონკურსის მონაწილეების შესარჩევად ქასთინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
ბათუმის შესარჩევ ტურში ჟიურის წინაშე ინტერნეტის ვარსკვლავი ანასტასია პირველიც წარსდგა.
„მე არ მოვედი, როგორც ტრანსგენდერი, მე მოვედი, რომ ვიმღერო“, - განაცხადა ანასტასიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვარსკვლავის ქასთინგზე ტრანსგენდერი ქალის გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ანასტასია პირველმა ჟიურის უკლებლივ ყველა წევრისგან „კი“ დაიმსახურა.
ავტორი: ,