12:24 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-12 10:31:26, 3145 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები დღეიდან ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით გაზრდილი ავადობის შესახებ, ჩვენ პერიოდულად საქმის კურსში ვაყენებთ საზოგადოებას, დღესაც რამდენიმე სიახლის შესახებ გვინდა ვამცნოთ საზოგადოებას, საკუთრივ გაზრდილი ავადობის რაოდენობა მცირდება, თუმცა თვითონ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. არ მივდივართ ეპიდემიისკენ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ, თუმცა ძალიან საყურადღებო არის ის პაციენტები, ვისთანაც განვითარდა უკვე ვირუსის ეს სახეობა. მათ სჭირდებათ დროული, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატს „ტამიფლუს“ რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის ორსულები, მელოგინეები, ასაკოვანები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები და ქრონიკული დაავადების მქონეები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში, ნათელი გახდა, რომ ამ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა სახის ბარიერს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჩვენ გუშინ გვიან ღამე გვქონდა ბოლო განხილვა დაავადების ამ მიმდინარეობაზე და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის შესრულებასაც ჩვენ ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უკლებრივ ანტი-ვირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ გაიცეს სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ მოქალქეებისათვის უფასოდ და ეს ფინანსური ბარიერი, რომელიც საკმაოდ საგრძნობი არის საერთოდ განულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი და ეს არის იმის ცალსახა დადასტურება, რომ საქართველოს მთავრობისთვის მართლაც პრიორიტეტული არის მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics