|
2019-01-10 17:45:27, 1478 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო - „ტამიფლუს“ „შავ ბაზარზე“ გაყიდვის რისკი მიზერულია
„ტამიფლუს“ „შავ ბაზარზე“ გაყიდვის რისკი მიზერულია - სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „შავ ბაზარზე“ პრეპარატის გაყიდვის რისკი ადრე C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე იყო და ამისთვის სამინისტროს სპეციალური დაცვა ჰქონდა ჩართული. „არალეგალურ გადაყიდვებს და „შავ ბაზარზე“ პრეპარატის გაყიდვის რისკი ადრე C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე იყო და სპეციალური დაცვა გვქონდა ჩართული. ახლა ამისი მიზეზი არანაირი არ არის.მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თავისი მარაგებიდან უფასოდ გასცემს სოციალურად დაუცველებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებზე და მელოგინეებზე პრეპარატს, იმის რისკი, რომ ადამიანმა ეს პრეპარატი გამოიტანოს და გადაყიდოს, მიზერულად მეჩვენება. სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება. „ტამიფლუ“, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდასაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით“, - განაცხადა სერგეენკომ.
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)