2019-01-10 16:06:38, 1197 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ვირუსის გამო, ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 21 იანვრიდან განახლდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო, რაც ვირუსის რისკებისგან საზოგადოების მაქსიმალური დაზღვევითაა განპირობებული.
შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიცვლება საგამოცდო საგნების ჩაბარების განრიგიც.
ცნობისთვის, გრიპის ვირუსის გამო, სწავლა ასევე 1 კვირით გადაიდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში
ავტორი: ,