2019-01-10 14:53:27, 1287 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ვირუსის გამო, ილიას უნივერსიტეტში სწავლა 21 იანვრამდე შეჩერდა
გრიპის ვირუსის გამო ილიას უნივერსიტეტში სწავლა 21 იანვრამდე შეჩერდა, - ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
"გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გამო, სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 1 კვირით გადაიდო.
ავტორი: ,