2019-01-09 16:53:10, 1404 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება,
შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
„სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ავტორი: ,