11:24 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 14:52:58, 1273 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლმა“ რუსთაველის თეატრთან ერთად საქველმოქმედო ჩვენებას „შობა ტიფლისში“ უმასპინძლა

"ვისოლმა" სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების და ვეტერანთა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად რუსთაველის თეატრთან ერთად "შობა ტიფლისში"  საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა.

ორგანიზატორები შეეცადნენ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ საზოგადების ყურადღება, საშობაო ჯადოსნური გარემო შეექმნათ.

"მოხარული ვარ საახალწლოდ კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ სოციალურად დაუცველ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და ვეტერანების შვილებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად ჭირდებათ. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მხარდაჭერა. „ვისოლი“ რუსთაველის თეატრთან ერთად უკვე მეოთხე წელია საქველმოქმედო საშობაო ჩვენებებს მასპინძლობს, რომ ბავშვებს, რომელთაც არასოდეს ქონიათ შესაძლებლობა ეხილათ სპექტაკლი რუსთაველის თეატრში, საშუალება მისცეს ეზიარონ მაღალ კულტურას და სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად ჯადოსნურ გარემოში შეიგრძნონ“, - განაცხადა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

ორგანიზაციების "ქვიშის საათის", "ვორლდ ვიჟენის", "ბერი ანდრიას ფონდის", "კარიტასის", "სოლიდარობის ფონდის", "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" ბენეფიციარებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე სპექტაკლ „შობა ტიფლისში“ მსახიობებმა იზრუნეს. ინსცენირების ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე.

სპექტაკლში ძველი თბილისის ამბებია გაცოცხლებული თავისი ხუმრობებით და ოინებით იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს სრულდებოდა. ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები – სპექტაკლში იხსენებენ წარსულს და აჩვენებენ დღევანდელობასაც.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics