2019-01-09 07:36:37, 1584 ნახვა
საზოგადოება
დღეს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ასევე ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ,