2019-01-08 14:24:44, 1215 ნახვა
საზოგადოება
გორში, სავარაუდოდ გრიპის გართულებით, 22 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში, სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოხდა. „გორმედის“ კლინიკური დირექტორის დავით ყაზაიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო.
ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტორი: ,