10:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-07 12:32:50, 1285 ნახვა

საზოგადოება
მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა.

როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ განაცხადა, კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით 50 ადამიანს მკურნალობენ, რომელთაგან სამი მართვით სუნთქვაზეა.

„ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ წუთისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებები და კლინიკური ნიშნებით კლინიკაში, დაახლოებით, 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს კლინიკაში გადაადგილება. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე ანუ მაღალი მომართვიანობაა კლინიკაში, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის, H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის“, - განაცხადა დავით ლოლაძემ.

შეგახსენებთ, პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, კლინიკები 24-საათიან რეჟიმზე გადავლენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics