2019-01-07 12:09:07, 1138 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ყველა მართლმადიდებელს შობის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას.
ავტორი: ,