10:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-06 13:37:29, 1087 ნახვა

საზოგადოება
გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, აქამდე მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ  ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეიდან „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, ასაკით პენსიონრები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია.

„მარაგები შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააფთიაქო ქსელები მიიღებენ მედიკამენტის საკმარის რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

„ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics