10:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 12:37:02, 1253 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში სტიქიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ბათუმში მომხდარი სტიქიის გამო, ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის ადოლია კაციას ინფორმაციით, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. 

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი შემთხვევის ადგილიდან. მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. გულმკერდის ბლაგვი ტრავმა, დაჟეჟილობა, მენჯბარძაღის ტრავმა - ამ დაზიანებებით გადავიყვვანეთ საოპერაციო ბლოკში, სადაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა", - აღნიშნა ექიმმა. 

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციუ განყოფილებაში აგრძელებს. 

"53 წლის მამაკაცია, რომელსაც ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. ჩაუტარდა პირველადი კვლევები და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის მკურნალობას რეანიმაციულ გამყოფილებაში აგრძელებს", - აღნიშნა მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics