2019-01-04 18:13:12, 1287 ნახვა
საზოგადოება
გრიპის სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებს
გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, 5 და 6 იანვარს (შაბათ-კვირა), ქ. ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე მოემსახურებიან, ხოლო 7 იანვარს (ორშაბათი) 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს!
(NS)
ავტორი: ,