09:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-04 17:10:54, 1941 ნახვა

საზოგადოება
რეგიონის ქვეყნები H1N1 ვირუსს ვერ ადგენენ, თუმცა ის ყველგან არის გავრცელებული

სომხეთში, აზერბაიბანში, რუსეთსა და თურქეთში, H1N1 ვირუსის არსებობა არ დადგენილა,

„ექსპრესნიუსმა“ მეზობელი ქვეყნების შესაბამისი უწყებების ვებ-გვერდებისა და საინფორმაციო სააგენტოების მონაცემები გადაამოწმა. ვირუსის არსებობაზე ინფორმაცია არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ გავრცელებულა.

ამასთან სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროების საიტებზე არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაავადების არსებობას ადასტურებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძემ განუცხადა, მეზობელი ქვეყნები ამ გრიპის ქვეჩგუფს ვერ ადგენენ, რადგან მათ ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი დაწესებულება არ აქვთ.

მისი თქმით,  H1N1 ვირუსის ქვეტიპის დადგენას სჭირდება ლუგარის ლაბორატორია, ამიტომ გრიპის ტიპის განსაზღვრა მხოლოდ საქართველომ შეძლო.

„H1N1 ვირუსის დადგენას სჭირდება ლუგარის ლაბორატორია.  რეგიონის ქვეყნებშიც, საქართველოს მსგავსად საშუალო ინტენსივობის ავადობაა აღნიშნულ ვირუსზე. ჩვენთან შარშანწინ იყო H1N1 და H3N2, რომლის დადგენაც სწორედ ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით შევძელით. რომელი ქვეტიპია ვირუსი იმასაც ვადგენთ. ძვირი სიამოვნებაა H1N1 ვირუსის ქვეტიპის დადგენა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, H1N1 ვირუსით ბოლო პერიოდში საქართველოში რვა ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics