2019-01-03 18:51:54, 1494 ნახვა
საზოგადოება
დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი
თიანეთში მომხდარი დაპირისპირების დროს ორი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი, დაჭრეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.
დაჭრილი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა. ექიმები ვარუდობენ, რომ ტყვია სანადირო თოფიდან აქვს ნასროლი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის გულისხმობს.
ავტორი: ,